დიდი ჯიხაიშის N1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის, მართა ლორთქიფანიძის სპორტული წარმატება
30-05-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მართა ლორთქიფანიძემ სპორტულ წარმატებას მიაღწია. 

საფრენბურთო გუნდი „ჯიკო“, რომლის წევრიც მართა ლორთქიფანიძეცაა, საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

სკოლაში მოსწავლის მიღწევებით ამაყობენ და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ მართა ლორთქიფანიძე ნიჭიერი, ბეჯითი და აქტიური მოსწავლეა.

„სკოლა ულოცავს ფრენბურთის გუნდს „ჯიკოს“ საქართველოს ჩემპიონობას.
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეს მართა ლორთქიფანიძეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203