ტრადიციად ქცეული „გმირის დღე“ დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში
30-05-2022
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში უკვე მეათე წელია 25 მაისს „გმირის დღე“ აღინიშნება.
ყოველწლიურად, სიმბოლური ღონისძიებით სასკოლო საზოგადოება სკოლის მიერ აღზრდილი გმირების, ჯარისკაცებისადმი, რომლებმაც სამშობლოს სიყვარულსა და ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლე შესწირეს სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავს.
„მერაბ ახობაძე, გია სიხარულიძე, ნუგზარ კიკვაძე - სწორედ ესენი არიან დღევანდელი საქართველოს გმირები. ადამიანები, რომელთა სახელები სათითაოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქმნიან. მათ სულებს დაფასება სჭირდებათ, რადგან თავი გასწირეს თითოეული ჩვენგანის მომავლისათვის!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს