ტყიბულის N6 საჯარო სკოლიდან პირველკლასელები ახალ სასწავლო წლამდე საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
30-05-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები სკოლასა და მასწავლებლებს მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

მათ სწავლის დასრულება დამრიგებელმა ნინო რიჟამაძემ მიულოცა და სიგელები გადასცა.

მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სურვილები გაცვალეს. 

„არაჩვეულებრივად მორთულ სკოლას, რომელიც ზღაპრულ სამყაროს უფრო ჰგავდა, თან ახლდა პირველკლასელთა ამაღლებული საზეიმო განწყობა, მათთვის ხომ ამ დღეს „ბოლო ზარი“ დაირეკა. თვალხატულა გოგო-ბიჭებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა კლასის დამრიგებელმა ნინო რიჟამაძემ და მათ სიგელები გადასცა, უსურვა ლაღი, ბედნიერი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლული საზაფხულო არდადეგები, მომავალში კი ულევი წარმატებები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203