ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები თეატრალურ ფესტივალში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
30-05-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ფესტივალებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სსსმ მოსწავლეები თეატრალურ ფესტივალში - „ქიზიყი 2022“ მონაწილეობდნენ და მშობლიური სკოლა კიდევ ერთხელ ასახელეს. ნიჭიერ ბავშვებს ჯილდოდ დიპლომები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თეატრალური წრე - „პინოკიო“ 2021-2022 სასწავლო წელს შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს.

„წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა პატარა მეგობრებმა და დაჯილდოებულნი დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლას.  აქვე აღსანიშნავია, რომ თეატრალური წრე „პინოკიო“ ამ სასწავლო წელს შეიქმნა და იმედი გვაქვს, კვლავ ბევრჯერ გაგვახარებენ თავიანთი შემოქმედებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203