ტყიბულის N6 სკოლის I კლასის მოსწავლეებმა წარმატებული სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. მათ სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. კლასის დამრიგებელი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძეა.
მოსწავლეებს პირველი კლასის დასრულება სკოლის დირექტორმა შოთა ჯინჯიხაძემ მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან ერთად, დისტანციურ სწავლებაში შვილებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი მშობლებმაც დაიმსახურეს.
„ამაღლებული განწყობით დაემშვიდობნენ სკოლას და საყვარელ მარინა მასწავლებელს. მათ ხალისიანი განწყობით, ცეკვებით და სიმღერებით გაამხიარულეს მშობლები და მასწავლებლები. ღიმილა გოგო-ბიჭებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს დამრიგებელმა და სკოლის დირექტორმა, ბატონმა შოთა ჯინჯიხაძემ. მათ წინსვლა და წარმატებები უსურვეს პატარებს და სიგელები გადასცეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილე ფოტოები: