ნაესაკოვოს საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები სევდანარევი სიხარულით გააცილეს
30-05-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა კურსდამთავრებულებმა ღონისძიებით აღნიშნეს და მშობლიური სკოლის კედლებს გამოეთხოვნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს;
თავის მხრივ, საამაყო აღზრდილებს პედაგოგებმა და დირექციამ გზა შემდეგნაირად დაულოცეს:
„სკოლა ულოცავს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას. საინტერესო და ამაღელვებელი დღეა ეს დღე, კურსდამთავრებულები ტოვებენ სკოლას, ფრთებს შლიან და იწყებენ ახალი ცხოვრების ეტაპს. გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს