თბილისის N103 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მასში III-IV-V კლასის 16, ხოლო VI-VII-VIII კლასის 13 გუნდი მონაწილეობდა. ჯამში 145 მოსწავლე.
მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
შეჯიბრის შედეგად, დაწყებით საფეხურზე 7, ხოლო საბაზო საფეხურზე 4 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
„გამარჯვებულს Brains-ისგან გადაეცემა „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი“. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭებათ „ტვინების ბრძოლის" ოფიციალურ, სკოლათა შორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც ტარდება რეგიონული მასშტაბით.
გილოცავთ, ბავშვებო და კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებთ!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: