ორჯის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
30-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია. 

გარდა ამისა, დამრიგებელ ვენერა არევიანის ინიციატივით, ღონისძიება გაიმართა, რომელიც სხვადასხვა საინტერსო აქტივობით იყო დატვირთული.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ღონისძიება ძალიან საინტერესო და კარგი იყო... მშობლების სახელით, რუზანნა შირინიანმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს ასეთი განათლებული თაობი აღზრდისთვის, განსაკუთრებით კი დამრიგებელს, საინტერესო ღონისძიებისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203