ბარდუბნის საჯარო სკოლიდან დირექტორმა და პედაგოგებმა კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
30-05-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ დირექტორმა, გულო სულამანიძემ მეთორმეტეკლასელებს: გაგი წიწილაშვილს, ფერიდე წიწილაშვილს, მათე მანაგაძეს, გურამ ბარდაველიძეს,​ ვალერი კლდიაშვილს, ნინო გურეშიძეს, მიმოზა გრძელიძეს, მარიამი ბოგვერაძეს​, მართა ბარდაველიძე​ს და თამარ მეძმარიაშვილს სკოლის დასრულება მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ დირექტორმა, გულო სულამანიძემ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203