ივერიის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ზღაპრის გმირებმა მიულოცეს
30-05-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

პატარა მოსწავლეებს მათი საყვარელი ზღაპრის გმირები ესტუმრნენ და პირველი კლასის დამთავრება მიულოცეს.

მოსწავლეებმა, პედაგოგთან ერთად, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203