გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „მწერები“ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
30-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
მეოთხე კლასელებმა თემაზე - „მწერები“ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.
ბავშვების საგაკვეთილო საკითხი მწერებს შეეხებოდა, რომლის შესახებაც საინტერესოდ ისწავლეს. მოსწავლეებმა თემის ირგვლივ ინფორმაცია თავად მოიპოვეს და პრეზენტაციაც შედგა.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მეოთხეკლასელების პედაგოგი არეგნაზ ქალაშიანი გახლავთ.