ჯვარისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს
30-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა სწავლის დასრულება განსაკუთრებულად, საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.

პატარა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა ანბანიც დიდი წარმატებით შეისწავლეს და სასწავლო წლის დასასრულს წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

პირველკლასელები სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ და ახალი სასწავლო წლიდან ცოდნის სამყაროში კვლავ წარმატებით განაგრძობენ სწავლას.

აღსანიშნავია, რომ ​სასკოლო საზოგადოება პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203