ქართული ენის დღესასწაული ალექსეევკის საჯარო სკოლაში
30-05-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საბაზო საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში პატარა, თუმცა ძალზედ საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის ასოები დიდი ენთუზიაზმით შექმნეს, რომლებიც საკუთარი ხელით გამოჭრეს და ლამაზად გააფორმეს; მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქართული ანბანის რაობა და მნიშვნელობა.
აღნიშნულმა ღონისძიებამ მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარებას შეუწყო ხელი.
მაღალ კლასებში კი კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა, რომელშიც თითოელი მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს