
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშიად სთავაზობენ.
ამჯერად, ფიზიკის მასწავლებელმა ელისო ჩაჩანიძემ ინტელექტუალური შეჯიბრი „სახალისო ფიზიკა“ გამართა. მასში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: