ტბეთის საჯარო სკოლაში ერეკლე II-ის საგარეო პოლიტიკაზე იმსჯელეს
20-03-2018
ტბეთის საჯარო სკოლაში ისტორიაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს სკოლის პედაგოგი ინეზა ზოიძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - ერეკლე II-ის ქართლ-კახეთი და ევროპა.
მოსწავლეებმა კედლის გაზეთები გააკეთეს და პრეზენტაცია გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ერეკლე მეფის ოჯახზე, მის მეფებაზე, რეფორმებსა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს. სკოლის წარმამადგენლის თქმით, საინტერესო მოსასმენი იყო თემა - „ერეკლე მეორე ქართულ ლიტერატურასა და ზეპირსიტყვიერებაში“.
„გაკვეთილი საინტერესო გამოვიდა. მოსწავლეებმა ცოდნა განიმტკიცეს და საგაკვეთილო პროცესით ისიამოვნეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია