
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს.
განსახილველი თემა „ბიომრავალფეროვნება“ იყო. მოსწავლეებმა შესაბამისი როლები მოირგეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მათ ბრაკონიერების არსებითი საქმე განიხილეს, რომელთაც ბრალად ედებოდათ, დაცულ ტერიტორიაზე, საქართველოს „წითელ ნუსხაში'' შეტანილი ცხოველის, მურა დათვის მკვლელობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლემ ბრაკონიერებს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„მათ წარმოადგინეს საქმეში არსებული მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზისა და საგამოძიები დასკვნები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოსამართლემ გამოიტანა საბოლოო განაჩენი.
მოსწავლეებს აუმაღლდათ გარემოსდაცვითი ცნობიერება, მათთვის ნათელი გახდა გარემოსათვის მიყენებული ზიანი, როგორც დანაშაული, განსაკუთრებით, ბრაკონიერობა დაცულ ტერიტორიაზე და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობაზე. რის შედეგადაც, უკეთესად გაიაზრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა ცოცხალი სამყაროსთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილე ფოტოები: