შუამთას საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს
30-05-2022

ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა „ანბანი გააცილეს“. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ზეიმი ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ცეკვები. მათ მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს და ყვავილები მიართვეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

ზეიმს სკოლის დირექტორი ლეონინე სულაბერიძე ესწრებოდა, მან მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. 

პატარებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

„ზეიმის ბოლოს, პირველი კლასის ხელმძღვანელმა ესმა ბაღდავაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ მშობლებს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის. დასასრულს სკოლის დირექტორმა ლეონინე სულაბერიძემ გზა დაულოცა პატარებს ცოდნის მაღალი მწვერვალებისკენ და წარმატებული და ბედნიერი მომავალი უსურვა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203