„დღე, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდება მათ მეხსიერებაში“ - გუბის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
30-05-2022
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. ბოლოს ეზოში ფერადი კვამლიც გაუშვეს.

მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

„წარმატებით დასრულებული პირველი კლასი! 
სახალისო და ლამაზი დღე, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდება ჩვენი პირველკლასელების მეხსიერებაში.
წინ კიდევ დიდი წარმატებებითა და ლამაზი დღეებით სავსე ცხოვრება გელოდებათ.
ფერად და ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203