„ჩვენში ქართული სული ბობოქრობს...“ - თბილისის N178 სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება 
30-05-2022
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ლია ჯანაშიას ხელმძღვანელობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი აღნიშნეს.

მეექვსეკლასელებმა ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ღონისძიება - „ჩვენში ქართული სული ბობოქრობს...“ მიუძღვნეს.

ღონისძიების დროს გაჟღერდა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი; ასევე, მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში ბავშვებმა წარმოთქვეს ლექსები და 26 მაისის შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203