ეწერის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
30-05-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ.
რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობის არსზე ისაუბრეს, პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს და ეროვნული ცეკვებიც შეასრულეს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს