„სიკეთე-თანადგომა“ - წყალტუბოს N1 სკოლის III კლას​ის მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მუშაობენ
30-05-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის III კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კომპლექსური დავალების მეორე ეტაპი ჩატარდა. 

დავალების თემა „სიკეთე-თანადგომა“, ძირითადი რესურსი კი იაკობ გოგოებაშვილი „გულკეთილი ქვრივი“ იყო. 

მოსწავლეებმა დავალება დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით, პედაგოგ ნანი თუთისანის ხელმძღვანელობით, შეასრულეს.

გაკვეთილის მიმდინარეობას სკოლის დირექტროტი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა. 

„მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. მადლობა და წარმატება მათ“,- წერს სკოლის დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203