არაგვისპირის საჯარო სკოლას „ეტალონის“ ოქროს ფონდის წევრობას ულოცავენ
20-03-2018
„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, არაგვისპირის საჯარო სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „დუშეთის ეტალონ მოსწავლეს“, სერგო კახურაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამასთან, არაგვისპირის საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთი წიკლაური, რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა არაგვისპირის საჯარო სკოლას „ეტალონის“ ოქროს ფონდის წევრობა მიულოცეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

შეხვედრის ბოლოს ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა არაგვისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ირბინა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203