ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გაამწვანეს
27-05-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად გარემოს გამწვანებაზე მუდამ აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, ადმინისტრაციის ინიციატივით პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილნარი გააკეთეს.
დაირგო 250 ძირი სხვადასხვა სახეობის ყვავილის ჩითილი და ასევე, მოაწესრიგეს ტერიტორია.
„იმედი გვაქვს მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელდება. აყვავებული, გალამაზებული სკოლის ეზო მოსწავლეებს და არამარტო მათ პოზიტიურად განაწყობს. აქციის მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართულობა გარემოს ზრუნვაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს