შეუბანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს სხვადასხვა აქტივობა მიეძღვნა. ჩატარდა 26 მაისისადმი მიძღვნილი ისტორიული მიმოხილვა, რომელსაც ისტორიის მასწავლებელი მარიკა ლობჯანიძე და მე-7 კლასის მოსწავლეები უძღებოდნენ.
გარდა ამისა, ხელოვნების მასწავლებელმა აკაკი რეხვიაშვილმა და მე-5 კლასის მოსწავლეებმა თაბაშირში ჩამოსხმული ქანდაკება „26 მაისი“ შექმნეს. ის საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და თანამედროვე საქართველოს დროშის ფერებში იყო გადაწყვეტიილი.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: