ტოლის საჯარო სკოლის მოსწავლე დაჩი ლომთაძეს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელი მიენიჭა
27-05-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო კლასის მოსწავლე, დაჩი ლომთაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
დაჩი ლომთაძეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დისტანციურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი მიენიჭა.
25 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ამბროლაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
ინტელექტუალური კონკურსი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 27 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს