„გისურვებთ საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დაგეკარგოთ“- ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა კურსდამთავრებულებს
27-05-2022
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„დამთავრდა თქვენს ცხოვრებაში ერთი ყველაზე ხანგრძლივი და საინტერესო ეტაპი - სახელად სკოლა . ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეს  მომენტი და სწორედ ახლა გჭირდებათ სწორი ნაბიჯების გადადგმა,რადგან ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება თქვენს მომავალ ცხოვრებაზე აისახება . 
ძალიან ბევრი კითხვა შეგაწუხებთ, ყველაფერი დაგაინტერესებთ.
- რა ? როგორ იქნება?...შეიძლება ცოტა გაშინებთ მომავალი, რაც წინ გელოდებათ, მაგრამ ახლა იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი ძალიან ბევრი და საინტერესო თავგადასავლით! 
გილოცავთ და გისურვებთ საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დაგეკარგოთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია! მინდა, განსხვავებული თვალით შეხედოთ სამყაროს. წარმატებები“,- წერს სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203