სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
27-05-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 2 მოსწავლე - მეცხრეკლასელები ლიკა გოფოძე და ნინო გოფოძე მონაწილეობდნენ. კონკურის მეორე ეტაპზე ოროვე მათგანი გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

25 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ხონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 68 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 27 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203