კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო თემა - „ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ საინტერესოდ შეაჯამეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემა - „ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ შეაჯამეს. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და Power Point-ის საშუალებით წარადგინეს. ასევე, საინფორმაციო ბროშურები „ეწვიე ჩვენს კუთხეს“ დაამზადეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა ადგილობრივ თემში არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და ეკლესიის მაკეტები დაამზადეს.
აქტივობა საგან მოქალაქეობაში, პედაგოგ ნატა გეთიაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: