წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე საინტერესო პროექტები წარადგინეს
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.ამჯერად, სკოლის VIII
ა კლასის მოსწავლეებმა (ბიოლოგიის მასწავლებელი ნათელა ჩოხლაძე კლასის ხელმძღვანელი მარინა გოლეთიანი ) ბიოლოგიის გაკვეთილზე საინტერესოდ წარადგინეს შემდეგი პროექტები:
- თამბაქოს უარყოფითი გავლენა მოზარდებში;
- რა შეიძლება გამოიწვიოს მოზარდებში ალკოჰოლური სასმელის მიღება;
- სტიმულატორები - ჩაი, ყავა, შოკოლადი;
- ციფრული ადიქცია.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: