ყვარლის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
27-05-2022
ყვარლის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სწავლა წარმატებით, საზეიმო ვითარებაში, დაასრულეს.

ამ შესანიშნავ მოვლენას სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. სკოლა ბუშტებით საზეიმოდ იყო მორთული. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

ყველაზე პატარა თვალებციმციმა მოსწავლეები პირველ კლასს ამთავრებენ! ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ, ბავშვებო!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203