„სულ წარმატებებით გევლოთ!“ - ვაიოს საჯარო სკოლის დირექტორმა, ბადრი შავიშვილმა მე-12 კლასელებს გზა დაულოცა
27-05-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

მეთორმეტე კლასელებს სწავლის დასრულება მიულოცა სკოლის დირექტორმა, ბადრი შავიშვილმა და კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა - „სულ წარმატებებით გევლოთ!“

აღსანიშნავია, რომ მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლიდან მთელმა სასკოლო საზოგადოებამ დიდი სიყვარულით გააცილა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203