კინჩხის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გედენიძემ „ეტალონის“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
27-05-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ გედენიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

მოსწავლემ ხონის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში ოქროს სიგელი დაიმსახურა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.  

ინტელექტუალური კონკურსი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203