ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში ჭადრაკში შიდასასკოლო სპარტაკიადა გაიმართა
27-05-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. მათ შორის, გაიმართა სპორტული ტურნირი ჭადრაკში.
„სპორტის მასწავლებელმა ჯონი ნადირაძემ ჩაატარა შიდასასკოლო სპარტაკიადა ჭადრაკში. სასკოლო ღონისძიებებში ჩართული იყი სსსმ მოსწავლეებიც. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.