„საქართველოს ისტორიის ნათელი ფურცელი“ - ახოს N1 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
27-05-2022
ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში. რაც მთავრია ისინი არასოდეს ივიწყებენ თარიღებს, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ახოს N1 საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ღონისძიება - „26 მაისი - საქართველოს ისტორიის ნათელი ფურცელი".

მოსწავლეებმა ისაუბრეს 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე. ღონისძიება კი წარიმართა მოსწავლეების მიერ შესრულებული ლამაზი მუსიკალური ნომრების ფონზე.

„გილოცავთ, ბავშვებო, ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ თავისუფალ, დემოკრატიულ, ძლიერ საქართველოში მშვიდობიან ცხოვრებასა და მოღვაწეობას!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203