წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეზოში მარადმწვანე მცენარეები დარგეს
27-05-2022
წალენჯიხის N7 საჯარო სკოალში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ადგილობრივი მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაშ; საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, ბავშვები მონაწილეობენ გარემოსდაცვით პროექტებში და დედამიწის დღის აღსანიშნავად, გამწვანების აქციებსაც აწყობენ.
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის I-IV კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს მარადმწავანე მცენარეები, დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია და ასე შეახსენეს საზოგადოებას, რომ დედაბუნებას გაფრთხილება სჭირდება.
გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით დედამიწის საერთაშორისო დღე 1971 წლიდან აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს, მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების აცილებასა და ეკოსისტემის მოფრთხილებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო