პანდემიურმა ორმა წელმა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა, თუმცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის პროფესიონალმა პედაგოგიურმა საზოგადოებამ, ადმინისტრაციის მხარდამხარ შეძლო, მოსწავლეებს მიეღოთ საფუძვლიანი განათლება.
განსაკუთრებული საგანმანათლებლო მიღწევები აქვთ ბაისუბნის საჯარო სკოლის პირველკლასელებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სასკოლო ცხოვრების პირველი, უმნიშვნელოვანესი წელი და უკვე ანბანსაც გამოეთხოვნენ.
ამ მნიშვნელოვან დღეს ბავშვებმა, უსაყვარლეს დამრიგებელთან ერთად, შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს, იყო მუსიკალური ნომრები, სხვადასხვა თემატური აქტივობა და რა თქმა უნდა საოცარი ემოცია, რომელიც მხოლოდ მაშინ გეუფლება, როდესაც მშობლიურ ანბანს ემშვიდობები - მომავალ წელს ხომ ეს პატარები, უკვე გაზრდილები და ანბანის საფუძვლიანი ცოდნით დაბრუნდებიან მშობლიური სკოლის კედლებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს