გეგელიძეების საჯარო სკოლაში 26 მაისს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
27-05-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობის არსზე ისაუბრეს და კედლის გაზეთი შექმნეს. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203