ზიკილიის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში დაასრულეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სწავლა წარმატებით, საზეიმო ვითარებაში, დაასრულეს. ამ შესანიშნავ მოვლენას კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა თემატური მაისურები ჩაიცვეს, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: