შუამთას საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკზე იმყოფებოდნენ
27-05-2022
ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინტერესო გასვლითი ვიზიტი ჰქონდათ.

ისინი აკაკი წერეთლის სახელობის უნვერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკზე იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები თითის ანაბეჭდების აღებისა და პირველადი დახმარების გაწევის პროცესს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა ქიმიური რეაქცია ენახათ და ზოგიერთი მათგანი თავადაც განეხორციელებინათ

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„მადლობა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203