საღამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
27-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი აღნიშნეს.

ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები და სიმღერები. ბავშვებმა მთელს ქვეყანას მიულოცეს ეროვნული დღესასწაული.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203