„ვუმღერ სამშობლოს“ - ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პოეზიის საღამო
27-05-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი აღნიშნეს.
სკოლაში საინტერესო ღონისძიება, პოეზიის საღამო თემაზე - „ვუმღერ სამშობლოს“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში კოცონის გარშემო წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები სამშობლოზე, იმღერეს და იცეკვეს. ღონისძიება გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით. მოსწავლეებთან ერთად ლექსები მასწავლებლებმაც წაიკითხეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლებიც და მათ კმაყოფილება გამოხატეს ასეთი სასიამოვნო საღამოს გატარებისთვის.
დირექტორმა, ნათელა აზირაშვილმა კი მადლობა გადაუხადა ორგანიზატორ მასწავლებლებს იმისათვის, რომ ხელს უწყობენ მოზარდებში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს