ტყიბულის N4 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები „გააცოცხლეს“
ტყიბულის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის I კლასში დაწყებითი კლასის პედაგოგი, მაკა ცნობილაძის ორგანიზებით შიდასასკოლო ღონისძიება ჩატარდა. მოწავლეებმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს, რითიც პედაგოგი ძალიან გაახარეს.
„მოსწავლეები კიდევ ერთხელ მოეფერნენ უკვდავ ქართულ ენას. პატივი მიაგეს დიდი იაკობის ხსოვნას, „გააცოცხლეს“ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: