მშვიდობაურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
27-05-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში საზეიმო გარემო, ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციებით იყო შექმნილი. პატარა მოსწავლეებს პირველი კლასის დასრულებასთან დაკავშირებით სიმბოლური სიგელებიც გადაეცათ და პედაგოგთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203