თბილისის N208 სკოლაში პროექტის - „ჩვენ, კაცთა, მოგვცა, ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
27-05-2022
თბილისის N208 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი „ჩვენ, კაცთა, მოგვცა, ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა. 

პროექტი ეროვნული სასწავლო გეგმის კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით განხორციელდა. 

შემაჯამებელ ღონისძებაზე მრავალფეროვანი აქტივობები წარმოადგინეს, მოეწყო ნაციონალური სამზარეულოს, ნახატებისა და თოჯინების გამოფენა.

„საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, სადაც საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული აღმსარებლობის და ეთნოსის წარმომადგენლები, ბერძნები, სომხები, იეზიდი ქურთები, აისორები, ებრაელები, აზერბაიჯანლები, პოლონელები, რუსები ცხოვრობენ. ქართველები ძალიან ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, კულტურით, საკუთარი იდენტობით..
სასკოლო გარემო ის ადგილია, სადაც სხვადასხვა ეროვნების თუ ეთნოსის ადამიანებს გვიწევს თანაარსებობა. სასკოლო ასაკიდან ვეცნობით საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის ეთნიკურ იდენტობას, საერთო ინტერესებსა და საზრუნავს, რაც ხელს გვიწყობს ინტეგრაციის პროცესში ერთმანეთთან და საზოგადოებასთან“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203