„დაე, გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს!“ - გუბის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
27-05-2022

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. 

საქართველოს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობასა და დამოკიდებლობის არსზე ისაუბრეს, გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. 

სკოლაში მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელ პედაგოგს მადლობას უხდიან და დამოუკიდებლობის დღეს მთელ საქართველოს ულოცავენ. 

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! მადლობა დიანა მასწავლებელსა და ჩვენს ყოჩაღ მოსწავლეებს ულამაზესი ღონისძიებისთვის! დაე, გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203