
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ქართულ ანბანს ღონისძიება მიუძღვნეს.
პირველი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ, ნანა წურწუმიას ხელმძღვანელობით, „ანბანი გააცილეს“.
მათ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს, ქართული ენისა და დედაენის შესახებ ისაუბრეს.
პირველკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
„პატარებმა პატივი მიაგეს ჩვენს უძველეს და უმდიდრეს მშობლიურ ენას, მხიარულად გააცილეს ანბანი, გააცოცხლეს დედაენის პერსონაჟები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: