„დამოუკიდებლობის 104 წელი“- ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქტივობა მიეღძვნა. პრეზენტაცია „დამოუკიდებლობის 104 წელი“ ისტორიის პედაგოგის ციცინო ჯანელიძე-ონიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. მასში საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა-კონკურსი „ვინ უკეთ სწავლობს ისტორიას“. დაისვა ღია და დახურული კითხვები. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი სირთულეებს და გამარჯვება კი მე-8 კლასის გუნდიმა „დიდგორი“ მოიპოვა.
გარდა ამისა, გამოუშვეს კედლის გაზეთიც „დამოუკიდებლობის 104 წელი“.
მოსწავლეებმა მოამზადეს საპრეზენტაციო მასალები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და გააცნეს აუდიტორიას. ღონისძიების დასასრულს მეცხრეკლასელებმა გააკრეს კედლის გაზეთი, რომელიც მომზადებული იყო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად , სახელწოდებით „დამოუკიდებლობის 104 წელი“; საღამო მეტად ნაყოფიერი, საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: