ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეება „ანბანი გააცილეს“. ამ შესანიშნავ მოვლენას სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და ანბანის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: