შემოქმედის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
27-05-2022

აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვისბოლო ზარი“ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს. მათ თავიანთი კლასის დამრიგებელს მაია მენაბდეს მადლობა გადაუხადეს და ვარსკვლავი „საუკეთესო კლასის ხელმძღვანელი“, გაუხსნეს. 

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ხანგრძლივი, გაბმული ზარი. ეს „ბოლო ზარია“, რომელმაც მეთორმეტეკლასელებს შეახსენა, რომ ემშვიდობებიან ძველ ცხოვრებას და იწყებენ  ახალს.
მოსწავლეებმა იციან, რომ სკოლა მარტო საკლასო ოთახი და გაკვეთილები არ არის, სკოლა ურთიერთობათა კულტურაა. ამიტომაც, ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს ამაგდარ მასწავლებლებს და განსაკუთრებული მადლიერების ნიშნად ვარსკვლავი გაუხსნეს კლასის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია მენაბდეს, რომელიც მათზე ზრუნავდა, პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა, საკუთარი თავის რწმენას ასწავლიდა და ცხოვრებისათვის ამზადებდა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203