დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
27-05-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

აღსანიშნავია, რომ მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლიდან მთელმა სასკოლო საზოგადოებამ გააცილა და თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203